რაც გინდათ, ამას ის დაარქვით – ჯართის ხელოვნება, უსაქმური ახირებულების გატაცება, ან სხვა რამ, რაზეც ფანტაზია გაგწვდებათ. მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ქალაქ პრუჟკოვში (პოლონეთი, ვარშავის მახლობლად მდებარეობს) ჩასულმა ხელოვნებმა, იქ არსებული საავტომობილო ჯართის გროვიდან, ამ ფოტოებზე ასახული სუპერ ავტომობილები, უფრო სწორედ, მათი რეპლიკები შექმნა.

Recycle Scrap Metal Into Amazing Life-Size Supercars3

მიუხედავად იმისა, რომ ამ სუპერ ავტომობილებს ყველაფერი, მათ შორის სავარძლებიც, ბორბლებიც, „შუშებიც“ რკინის აქვთ და გადაადგილება არ შეუძლიათ, მაინც აღტაცებას იწვევენ. ეს ხომ საავტომობილო სამყაროს გამორჩეული ეგზემპლარების უნიკალური რეპლიკა-ნიმუშებია.

Mercedes 300 SL, Bugatti Veyron-ი, Lamborghini Aventador-ი, Maserati GranTurismo და მათგვერდით ძველი Fiat 500. მათ თვალს ვერ მოწყვტთ. გაოცებას იწვევს ის სიზუსტე, რომელსაც ავტორებმა დაჟანგული კბილანების, ზამბარების, ძარის ფურცლოვანი ფოლადის და სხვა მასალის გამოყენებით მიაღწიეს. სკულპტურების ზედაპირების ფორმები ზედმიწევნით ზუსტად არის გაკეთებული. ინტერიერშიც კი მაქსიმალური სიზუსტე გაგაოცებთ. „ვეირონის“ ძრავსაც ნამდვილისგან გარეგნულად ძნელად განასხვავებთ.

Recycle Scrap Metal Into Amazing Life-Size Supercars10

მერე რა, რომ ამ მცირე კამპანიაში Ferrari-სთვის ადგილი არ მოინახა. ეს ნაკლი მხოლოდ საბაბია იმისათვის რომ ენთუზიასტებმა მუშაობა გააგრძელონ. ან მათ მიმბაძველები გამოუჩნდებიან და ჯართისგან აწყობილ კვიცებსაც ისინი შემოგვთავაზებენ.

და ეჭვიც არავის შეეპაროს იმაში, რომ ჩვენს წინაშეა ხელოვნების ახალი დარგის დასაწყისი.