ჯავშანტრანსპორტიორების ბაზისად საშუალო და დიდი დატვირთვის პიკაპების გამოყენება ახალი ამბავი არაა, მაგრამ საკარიერო თვითმცლელების სამხედრო დანიშნულებისთვის გადაკეთება, აქამდე ალბათ მხოლოდ ფილმებში და ვიდეოთამაშებში თუ უცდიათ. ალბათ Mad Max-ი  გაგახსენდათ.

ეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა შემოქმედებაა. სავარაუდოდ, საფუძვლად მათ ბელარუსული წარმოების გიგანტური თვითმცლელი „ბელაზი“ გამოიყენეს, რომელიც ჯავშნის გარეშეც თავზარს დასცემს მოწინააღმდეგეს.

სირიის მიწაზე ახლა ნამდვილი აპოკალიფსია. იქ აღმოცენებული, ყველაზე სასტიკი ძალა – ისლამური სახელმწიფო, ყველა საშუალებას იყენებს მიზნის მისაღწევად და ხშირად აღწევს კიდეც. ეს „ბელაზიც“ ერთ-ერთი მიზნის მისაღწევად შექმნა. ეს ჯავშნოსანი მათ სამხედრო აეროდრომ T4-ის ასაღებად გამოიყენეს, რომელიც სირიის წინააღმდეგობის არმიის სტრატეგიული ადგილი იყო.

ამ მანქანის შეჩერება მაშინაც ძალიან ძნელი იქნება, თუ ჯავშანს მოაცილებთ, მასხვილ ჯავშანთან ერთად კი ნამდვილი მოძრავი ციხე-სიმაგრეა, თუმცა ნაღმსატყორცნით გასროლილ კუმულატიური ჭურვით მისი მწყობრიდან გამოყვანა შეუძლებელი არ უნდა იყოს…