ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Apple მოლაპარაკებას აწარმოებს სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია McLaren-თან, რისი ერთ-ერთი მიზანიც, პირველის მიერ მეორის შესყიდვაა.

Financial Times-ის ინფორმაციის წყარო, მოლაპარაკების მონაწილე სამი პიროვნებაა. მათი თქმით, მოლაპარაკება რამდენიმე თვის დაწყებულია. ისინი არ ამტკიცებენ, რომ McLaren-ის შესყიდვა ერთადერთი მიზანია. შესაძლებელია, Apple პარტნიორობით, ან სტრატეგიული ინვესტირებითაც იყოს დაინტერესებული. ინფორმაციის სამივე წყარო იტყობინება, რომ მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.

Apple-ის დაინტერესების მთავარი მიზანი, McLaren-ისგან ალუმინის და კარბონის კომპოზიტის ტექნოლოგიების ათვისებაა, რომლებსაც მომავალში, საკუთარი ავტომობილების წარმოებისთვის გამოიყენებს. გარდა ამისა, ამერიკულ კომპანიას შესაძლოა აინტერესებდეს ბენზინის და ელექტრული ძრავების წარმოების ტექნოლოგიებიც. გარდა ამისა, McLaren-ის ჯგუფი აერთიანებს გამოყენებითი ტექნოლოგიების დივიზიონს, რომელიც მონცემების კომპლექსურ ანალიზზე, მზის ელემენტების და სარბოლო ავტომობილების ელექტრონიკის წარმოებაზეა ორიენტირებული. და რა თქმა უნდა, Apple ასევე McLaren-ის ფორმულა 1-ის აქტივობითაცაა დაინტერესებული.

ანალიტიკოსთა შეფასებით, McLaren-ის ჯგუფის საბაზრო ღირებულება შესაძლოა 1.0-1.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (1.3-1.95 მილიარდი აშშ დოლარი) ფარგლებში იყოს. შედარებისთვის, Apple-ის კაპიტალზაცია 200 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.