გერმანულ გამოცემა Manager Magazin-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Apple თავის პირველ ავტომობილ iCar-ს, BMW-ს ელექტრულ ჰეჩბეკ i3-ის შასიზე ააგებს. კერძოდ, Apple დაინტერესებულია ბავარიელთა ავტომობილის კარბონის სტრუქტურით და ასევე იმ ტექნოლოგიური სიახლეებით, რომლებიც BMW-მ ამ ავტომობილის შემუშავებისას დანერგა.

0014c092f777-515e-4e71-a

ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიცალური არ არის, თუმცა გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ Apple და BMW-ს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობს. ბევრი ანალიტიკოსი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს. ყოველ შემთხვევაში, ისინი ვარაუდობენ, რომ ორ კომპანიას შორის კავშირი მალე არ შედგება. არადა ცნობილი, რომ სტივ ჯობსის ბოლო ოცნბა, რომლის ასრულებასაც ის ვერ მოესწრო, iCar-ის გამოშვებაა.

0004c092f777-515e-4e71-a

არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ Apple წარმატებით გაჰყიდის ყველაფერს, რასაც გამოუშვებს. მთავარია, გასაყიდი პროდუქტი, უმაღლეს სტანდარტს შეესაბამებოდეს. და რომ ასე იქნება, ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს. და თუნდაც ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ამერიკული კომპანია ოფიციალურად არ ადასტურებს, ადვილი მისახვედრია, რომ ჯობსის ოცნების შესასრულებლად, „ეპლი“ მთელს თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს.