iPhone უკვე ასრულებს არამხოლოდ ტელეფონის, არამედ ის არის ფოტო და ვიდეო კამერა, საფულე, ნავიგაციის სისტემა, ფარანი და უბის წიგნაკი, მუსიკის არქივი. მაგრამ Apple-ს ეს მაინც არ ჰქოფნის და მალე თქვენი ტელეფონი, თქვენი ავტომობილის გასაღების როლსაც შეითავსებს.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-მა უარი თქვა საკუთარი ავტონომიური ავტომობილის გამოშვებაზე. სამაგიეროდ, ამერიკულმა კომპანიამ გვამცნო, რომ შეიმუშავებს ახალ სისტემას, რომელიც iPhone-ზე შეხების შემდეგ, თითის ანაბეჭდს გამოიცნობს, თქვენს ავტომობილს ამის შესახებ ამცნობს, ის კი მოგძებნით და თავისი ადგილსამყოფელის შესახებ, ტელეფონითვე შეგატყობინებთ.

touch-id-iphone

უნდა ითქვას, რომ Apple საკუთარი ავტონომიური ავტომობილის შექმნაზე 2014 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში, ამ საქმის არაერთი სპეციალისტი დაიქირავა, რომლებიც ახლა უკვე უმუშევრად დარჩნენ. საკუთარ ავტომობილზე უარის თქმის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ კომპანიამ ვერაფრით მოახერხა ერთხელ არჩეული მიმართულების მიყოლა და არაერთხელ მიიღო ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილება.

სამაგიეროდ, Apple-მა თავისი ახალი ტელეფონის მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის თემას დაუკავშირა. მსგავსი სისტემები და აპლიკაციები, რომლებიც ავტომობილს ტელეფონის დახმარებით აღებენ, უკვე არსებობს. მაგალითად, თუ სადგომზე ავტომობილს ვერ აგნებთ, Hyundai-ს BlueLink-ი, მის მოძებნაშიც დაგეხმრებათ და ძრავსაც დაგიქოქავთ.

თუმცა სისტემა, რომელიც ავტომობილის პატრონს თითის ანაბეჭდით ამოიცნობს და მხოლოდ ამის შემდეგ გაუღებს ავტომობილის კარს და ძრავსაც დაქოქილს დაახვედრებს, ჯერ არავის შეუქმნია. Apple ამას პირველი გააკეთებს…