არცთუ დიდი ხნის წინათ, არსებობდა სუპერ ავტომობილების მწარმოებელი გერმანული კომპანია Gumpert-ი, რომელიც Audi Sport-ის ყოფილმა დირექტორმა, როლანდ გუმპერტმა დააარსა. 2013 წელს ეს კომპანია გაკოტრდა, თუმცა მფლობელმა მალევე შეძლო მისი აღდგენა. და Apollo Automobil-ი უწოდა. Apollo ერქვა Gumpert-ის სუპერ ავტომობილს, რომელმაც ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ერთი წრე, 7 წუთსა და 11.57 წამში გაიარა, რაც ამ ტრასაზე საგზაო ავტომობილების მეექვსე უსწრაფესი შედეგია.

apolloarrow-01

ბატონმა გუმპერტმა თავისი კომპანია წელს ჰონ კონგში ბაზირებულ კომპანიას მიჰყიდა, რომელიც იმავდროულად, DeTomaso-საც ფლობს. პირველი ავტომობილი, რომელიც კომპანიამ Apollo-ს სახელით დაამზადა, არის კონცეპტუალური ჰიპერქარი Arrow, რომელიც პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა. მაშინ ითქვა, რომ Arrow სრულად აკმაყოფილებს FIA-ს (საერთაშრისო საავტომობილო ფედერაცია) სტანდარტებს და მის განკარგულებაში 1000 ცხენის ძალა და 1000 ნიუტონმეტრია.

apollo-arrow-geneva-reveal-2016-1

მაგრამ ჟენევაში Apollo-ს თავის ჰიპერ ავტომობილზე სხვა არაფერი უთქვამს. და აი, ახლახანს Apollo-მ გამოაცხადა, რომ პარტნიორობას იწყებს Scuderia Cameron Glickenhaus-თან (SCG) და იტალიურ კომპანია Manifattura Automobili Torino-სთან (MAT), რომლებთან ერთადაც, Arrow-ს სრულყოფას და წარმოებას აპირებს.

ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილი ძირეულად შეიცვალა. ის ატმოსფერული V12-ით აღიჭურვა. მასთან Apollo-მ გამოაცხადა, რომ ამ ძრავით Arrow-ის მხოლოდ სატრეკო ვერსიები აღიჭურვება. საგზაო ვერსია კი რომელიც 4.4-ლიტრიან წყვილ ტურბოიან V8 ძრავს მიიღებს. ის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ იმ მონოკოკურ შასიზე აიგება, რომელსაც გლიკენჰაუსი თავისი ჰიპერ ავტომობილისთვის იყენებს.

Apollo Arrow-ს სატრეკო და საგზაო ავტომობილებს, ისევე როგორც SCG თავის SCG003S-ს, პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენენ.