ამერიკული სარბოლო გუნდი Dime Racing-ი, რბოლების გარდა, Mercedes-Benz-ის ავტომობილების ტუნინგითაც არის დაკავებული. ამჯერად მისმა სპეციალისტებმა გერმანული კომპანიის სუპერ ავტომობილ AMG GT-ს საკუთარი ვერსია შეიმუშავეს, რომლის ძრავის სიმძლავრეც 745 ცხენის ძალამდე გაზარდეს.

კომპანიის ინჟინრებმა 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავის სიმძლავრის გასაზრდელად, შეცვალეს მისი მართვის პროგრამა, ასევე ის გაგრილების უფრო წარმადი სისტემით აღჭურვეს და შეუცვალეს გამოსაბოლქვი სისტემა. გარდა ამისა, ავტომობილი სპორტულ საკიდარზე დააყენეს, შეუცვალეს ბორბლები და სარბოლო ყაიდის აეროდინამიკური ელემენტებით აღჭურვეს.

dime-racing-edition-amg-gt-4

ამერიკული კომპან AMG GT-ს საკუთარი ვერსიის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. ცნობისათვის, ამ ავტომობილის სტანდარტული ვერსია, რომელიც 462-ცხენისძალიანი ძრავით არის აღჭურვილი, რისი დახმარებითაც, ადგილიდან ასს 3.8 წამში ავითარებს. ამავე ავტომობილის სატრეკო ვერსია GT R-ს, რომლის ძრავის სიმძავრეც 585 ცხენის ძალაა, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, 3.6 წამი ჰყოფნის.

Dime Racing-ი გეგმავს, რომ Mercedes-AMG GT-ს საკუთარი ვერსია 100 ცალი გამოუშვას. ავტომობილთან ერთად, მყიდველი კომპანია Vaxjo-ს მაჯის საათებს მიიღებს, რომლის დიზაინის შემუშავებაშიც, მონაწილეობა ფ1-ის ყოფილმა პილოტმა, ლე მანის 24 საათის 1997 წლის გამარჯვებულმა, შვედმა სტეფან იოჰანსონმა მიიღო. თითოეული ავტომობილის ფასი 150 200 დოლარიდან იწყება.