ეს კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც თავის თავში, იტალიური ბრენდის ტრადიციებს და დიდებულ წარსულს აერთიანებს, ტურინელმა დიზაინერმა, სებასტიანო ჩარკიამ შექმნა. სახელად Trionfo შეურჩია. ეს სიტყვა ტრიუმფს აღნიშნავს. როგორც პროექტის ავტორი ამბობს, მის მიზანს, Alfa Romeo-ს მითის გაცოცხლება წარმოადგენდა.

Alfa-Romeo-18

დიზაინერმა თავის შესანიშნავ ავტომობილში, მილანური კომპანიის სახელოვანი ისტორიის ყველაზე გამორჩეული და მშვენიერი ავტომობილების ფორმები ასახა. იმ ისტორიის, რომელიც არაერთ დიდ გამარჯვებას, მიზანს და რეკორდს აერთიანებს, იმ ყველაფერს, რამაც „ალფა რომეოს“ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

Alfa-Romeo-17

Trionfo არის ერთადგილიანი სპაიდერი, რომელსაც ორადგილიანი წინაძრავიანი სპორტული ავტომობილის კონფიგურაცია აქვს. მისი პროპორციები, ერთდროულად რამდენიმე ლეგენდარულ ავტომობილს – 1952 წლის Disco Volante-ს, 6c 3000 CM-ს და 300 CM Zagato Spider-ს, ასევე Duetto-ს და Sport Spider-ს მოგაგონებთ.

მართალია, კონცეპტუალური ავტომობილი გარეგნულად „ალფა რომეოს“ წარსულს გაგახსენებთ, აგებულებით ის თანამედროვე, უფრო მომავლის ქმნილებაა. მისი ძალური დანადგარი 4 ელექტრო ძრავს აერთიანებს. ამასთან, თითოეული მათგანი თითო ბორბალს ემსახურება. ამ ძრავებისთვის ელექტრო ენერგიას გაზზე მომუშავე მიკრო ტურბინისა და მასთან დაკავშირებული გენერატორის ტანდემი გამოიმუშავებს.

Alfa-Romeo-16

პროექტში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი ძრავების მონაცემებსა და ავტომობილის დინამიკურ შესაძლებლობებზე. მისი ავტორი ამბობს, რომ Trionfo მსუბუქ და მტკიცე სტრუქტურას ეყრდნბა და მისი ძარაც მსუბუქია. კონსტრუქციაში უხვად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს. შესაბამისად, სიმსუბუქე ავტომობილის მაღალ შესაძლებლობებს განაპირობებს.

Alfa-Romeo-14

Alfa-Romeo-15

Alfa-Romeo-3 (1)