ჰონდას ლუქს ბრენდმა აკურამ თავისი უახლესი სუპერ ავტომობილის, Acura NSX-ის ტექნიკური მახასიათებლები გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც სამი ელექტრო ძრავია გაერთიანებული. ამასთან, ოთხივე ბორბალი წამყვანია. მათგან წინა ორს თითო ელექტრო ძრავი ემსახურება.

Acura-NSX-Has-573HP-1

ძირითად აგრეგატია წყვილ ტურბოკომპრესორიანი 3.5-ლიტრიანი V6, რომელიც ბაზაში, უკანა ბორბლების წინ, გრძივადაა განლაგებული. ის 500 ცხენის ძალას (6 500-7 500 ბრ/წთ-ის დიაპაზონში) და 550 ნიუტონმეტრს (2 000-6 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ამას ემატება ორი შეწყვილებული ელექტრო ძრავი (TMU), რომლებიც წინა ბორბლების ღერძზეა განლაგებული და შესაბამისად, მათვე ატრიალებს. მათი ჯამური სიმძლავრე 73 ცხენის ძალაა, მომენტი კი – 146 ნიუტონმეტრი.

და არც ესაა ყველაფერი. უკანა ბორბლებს მმოძრავებელ ძალას შიდაწვის ძრავი, ორმაგი ქუროთი მასთან დაკავშირებული 9-საფეხურიანი ტრანსმისიით აწვდის. შიდაწვის ძრავსა და ტრანსმისიას შორის კი მესამე, პატარა ელექტრო ძრავია განლაგებული, რომელიც 47 ცხენის ძალას და 148 ნიუტონმეტრს იძლევა. „აკურას“ ოფიციალური ინფორმაციით, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 573 ცხენის ძალაა.

2017-Acura-D

ამ ავლა-დიდებით, ახალ NSX-ის მაქსიმალური სიჩქარე 307 კმ/სთ-ს აღწევს. თუმცა იაპონური კომპანია ჯერ არც აჩქარების მონაცემებს აქვეყნებს და არც საწვავის ხარჯისას. ავტომობილის წონა 1725 კილოგრამია, რაც ცოტა არ არის. თუმცა ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ავტომობილის აღჭურვილობაში, დამატებით სამი ელექტრო ძრავი და ელემენტების ბლოკიც შევიდა.

ავტომობილს ემსახურება სისტემა „ინტეგრეიტედ დაინემიქსი“ (IDS), რომელიც შასის და ძალური დანადგარის – საჭის სისტემის, სამუხრუჭე სისტემის, აქსელერატორის, ავტომობილის სტაბილურობის სისტემის, მაგნეტორეოლოგური ამორტიზატორების, ძრავის, ტრანსმისიის და სრულ ამძრავიან სისტემა SH-AWD-ს შეთანწყობილ მუშაობას უზრუნველყოფს.

IDS-ს დახმარებით, მძღოლს შეუძლია ოთხი რეჟიმის შერჩევა. ესენია: ქვაიეტ, სპორტ, სპორტ+ და ტრეკ. ადვილად მისახვედრია, რომ პირველ შემთხვევაში, მშვიდად მოძრაობაა უზრუნველყოფილი. ამ დროს მანქანა დაბალი სიჩქარით, ძირითადად ელექტრო ძრავების ხარჯზე გადაადგილდება და ენერგიას მინიმალურად იყენებს. ამ რეჟიმში, როცა V6 ძრავი ირთვება, მისი მაქსიმალური ბრუნვები 4000-ზე მაღლა არ ადის.

სპორტულ რეჟიმში, ბრუნვების შეზღუდვა იხსნება და ავტომობილი ჩვეულებრივად მუშაობს. ამასთან, აქსელერატორის მართვის ელექტრონიკა, მის უფრო აგრესიულ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს – ავტომიბილი გაზის პედალზე ფეხის დაჭერას სწრაფად პასუხობს. სპორტ+ რეჟიმში ყველა აგრეგატია ჩართული და გადაცემების საფეხურების გადართვაც უფრო სწრაფად ხდება. აქსელერატორიც კიდევ უფრო აგრესიულად მუშაობს. სატრეკო რეჟიმი კი ავტომობილის შესაძლებლობებს მაქსიმალურად წურავს. ეს რეჟიმი სარბოლო ტრეკისთვისაა შესაფერისი. ავტომობილის ყველა სისტემა იმისთვის მუშაობს, რომ ის მაქსიმალურად სწრაფი და სტაბილური იყოს.

2017 Acura NSX - Space Frame Materials.

2017 Acura NSX – Space Frame Materials.

2017 Acura NSX - Sport Hybrid Super Handling All-Wheel Drive system.

2017 Acura NSX – Sport Hybrid Super Handling All-Wheel Drive system.

2017 Acura NSX - Power Unit Layout.

2017 Acura NSX – Power Unit Layout.

2017 Acura NSX - Power & Battery Units.

2017 Acura NSX – Power & Battery Units.