ლეგენდარული სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული ბრენდი და გერმანელი ინვესტორები, ბაზარზე AC Cobra-ს დაბრუნებას გეგმავს და ეს მოხდება მცირესერიული ავტომობილების მწარმოებელთა აქტის დახმარებით, რომელიც იმის საშუალებას იძლევა, რომ პატარა კომპანიებმა, ავტომობილები ყოველგვარი სერტიფიკაციის გარეშე, თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით აწარმოონ. ოღონდ, ეს ავტომობილი მინიმუმ 25 წლის მაინც უნდა იყოს და მისი ძრავი, გამონაბოლქვზე თანამედროვე სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

AC Cars-ი პირველ 9 ავტომობილს ისეთივეს გამოუშვებს, როგორებსაც 1962 წლიდან აწარმოებდა. ბრიტანთში ავტომობილი AC Cobra 378-ის სახელით გაიყიდება. სახელში რიცხვი კუბურ დუიმებში ძრავის მოცულობას აღნიშნავს. მეტრული საზომით კი, V8 ძრავის მოცულობა 6.2 ლიტრია. მისი ატმოსფერული ვერსია 440 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილი ვერსიის მაქსიმუმი კი 550 ცხენის ძალაა.

cobra-1

AC Cars-ის მფლობელი ალან ლუბინსკი ამბობს, რომ ახალი Cobra მეოთხე თაობის მოდელის ბაზაზე  აიგება და ის 100 000 გირვანქა სტერლინგზე ნაკლები ეღირება. მის ძრავს თანამედროვე ელექტრონიკა მოემსახურება. გარდა ამისა, ძრავთან წყვილში თანამედროვე ტრანსმისია იმუშავებს. ახალი იქნება საჭის მექანიზმი, მუხრუჭები და საკიდარიც.

„ეს არის კვაზი-თანამედროვე ავტომობილი, რომლითაც ყოველდღიური სარგებლობა შეგიძლიათ და იმავდროულად, მას აქვს ზასტად ისეთივე კონსტრუქცია – შასი და სხვა კვანძები, როგორიც ადრე ჰქონდა. მხოლოდ მექანიკა და ძრავია თანამედროვე“, – ამბობს ლუბინსკი და დსძენს, რომ AC Cobra 378-ის პირველი ეგზემპლარების წარმოება უკვე დაიწყო და მათ შემკვეთები მომავალი წლის დასაწყისში მიიღებენ.