F1-ში ზედიზედ მეორე ორმაგი გამარჯვების შემდეგ, ამ მიღწევის აღნიშვნა, Mercedes-მა სპეცალური ავტომობილის გამოშვებით გადაწყვიტა და მას A45 Mercedes AMG Petronas 2015 World Champion Editio-ი უწოდა. გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილს მეტსახელიც მოუფიქრა – „ვერცხლისფერი ისარი ყოველდღიურობისთვის“.

სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ სპეციალური მოდელი, თავისი მახასიათებლებით სრულად შეესაბამება თავის მეტსახელს. ამის გარანტიას კი AMG იძლევა, რომელმაც ავტომობილი ჩემპიონი ბოლიდის (W06 ჰაიბრიდ) ფერებში (ვერცხლისფერის, შავის და მწვანეს შეხამება) გააფორმა. სპეცალური მოდელი 19-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც ტიტანის რუხ ფერშია შეღებილი. გარდა ამისა, ის დიდი ზომის სპლიტერით აღიჭურვა.

Mercedes-Celebrates-Winning-F1

ავტომობილს სახურავის ბოლოში აქვს სპოილერი, რომელიც ავტოსპორტთან მის ნათესაობაზე მიგვანიშნებს. სალონში AMG Performance-ის სავარძლები დააყენეს. გარდა ამისა, ეკიპირებაში შევიდა ღამის პაკეტი, AMG Exclusive პაკეტი და AMG Dynamic Plus პაკეტი. ავტომობილს 381 ცხენის ძალა ემსახურება და ამის წყალობით, ადგილიდან ასის აკრეფა 4.2 წამში ეხერხება.

“World Champion Edition-ის გამოშვებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, კლიენტებისთვის ის სიხარული და სიამაყე გაგვეზიარებინა, რაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, „მერსედეს AMG პეტრონასის“ გამარჯვებამ მოგვიტანა. ასე ჩვენს ფანებს ლუის ჰამილტონის და ნიკო როსბერგის მიღწევებს ვუზიარებთ“, – ამბობს „მერსედეს-AMG-ს“ მთავარი აღმასრულებელი ტობიას მოერსი.

merc-f1-title-a45-amg-3

ავტომობილის პირველი წარდგენა აბუ დაბიში, იას მარინას ავტოდრომზე აბუ დაბის დიდი პრიზის წინ გაიმართა. მისი გაყიდვები იანვარში დაიწყება და მაისში დასრულდება. გერმანიაში ასეთი ავტომობილის მყიდველს, მინიმუმ 65 402 ევროს გადახდა მოუწევს.

merc-f1-title-a45-amg-4