70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Volkswagen-მა ლეგენდარული „ხოჭოს“ წარმოება დაიწყო. ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან პირველივე შობის დღესასწაულის შემდეგ მოხდა. ვოლფსბურგის ქარხნის ხაზიდან პირველი Beetle-ს ჩამოსვლით, ომის შემდგომი გერმანული ავტოინდუსტრიის განვითარება დაიწყო.

სხვათა შორის, ომის შემდეგ, მოკავშირეებმა გერმანიიდან კონტრიბუციის სახით, ყველა ვარგისი საწარმო და მათი მოწყობილობა გაზიდეს. მაგრამ ბრიტანულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ვოლფსბურგული ქარხანა მის ქვეყანას არ გამოადგებოდა. გერმანიაში წარმოებული ავტომობილები კი ამავე ხელისუფლების სატრანსპორტო საჭიროებას დააკმაყოფილებდა.

VW started building the Beetle 1

ომის დროს ვოლფსბურგის ქარხანამ, რომელსაც KdF-Wagen-ი ერქვა, 630 ცალი Type 1 გამოუშვა, რომელსაც მოგვიანებით „ხოჭო“ დაარქვეს. ქარხანა 1938 წელს აშენდა. ის იყო პროექტ „სახალხო ავტომობილის“ ნაწილი. პროექტი ადოლფ ჰიტლერის ხელშეწყობით და ფერდინანდ პორშეს მონაწილეობით დამუშავდა. პროექტის მიზანი, ხელმისაწვდომი ავტომობილების მასობრივი წარმოება იყო.

მაგრამ რამდენიმე ასეული ავტომობილის გამოშვების შემდეგ, ვოლფსბურგის ქარხანა სამხედრო შეკვეთების შესრულებაზე გადაერთო. შესაბამისად, მოკავშირეთა ავიაციის სამიზნეში მოხვდა და არაერთხელ დაიბომბა კიდეც. მაგრამ როგორც ჩანს, ძლიერ არ დაზიანებულა, რადგან ბრიტანეთის არმიის მაიორ ივან ჰირსტის ხელმძღვანელობით მალევე აღადგინეს.

VW started building the Beetle 2

1948 წელს მიმოქცევაში დაბრუნდა გერმანული მარკა და იმავდროულად, „ვოლკსვაგენმა“ წარმოება გაზარდა. იქიდან მოყოლებული, პირველი „ხოჭოს“ წარმოება 2003 წლამდე გაგრძელდა – მას მექსიკაში მაშინაც აწარმოებდნენ, როცა იმავე ხაზიდან მეორე თაობის, რეტრო „ბიტლმა“ დაიწყო გამოსვლა.