ამერიკულმა სატუნინგო კომპანია „ჰენესი პერფორმენსმა“ ახალი ავტომობილი, „ველოჩირეპტორ 600 სუპერჩერჯერი“ მოამზადა, რომელიც ამერიკაში ყველაზე პოპულარულ პიკაპ „ფორდ F-150-ის“ ბაზაზე დაამზადა. ისევე როგორც ადრე, ამჯერადაც ეს ავტომობილი „ფორდის“ უახლესი F-150 SVT რეპტორის“ ექსტრემალური ალტერნატივა იქნება. ამ უკანასკნელის პრემიერა მალე დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება.

Hennessey-600-HP-2

„ჰენესის“ პიკაპი „ფორდის“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავის ვერსიითაა აღჭურვილი, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 600 ცხენის ძალას ავითარებს. კომპრესორი კომპანია „რუტსის“ წარმოებისაა და ის ჰაერის 8 პასკალი წნევით მიწოდებას უზრუნველყოფს. შემშვები კოლექტორი ცილინდრებში ჰაერის ძლიერი ჭავლის შეშვებას უზრუნველყოფს. გამომშვები სისტემა კი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, „ველოჩირეპტორს“ გაუმჯობესებული ფრქვევანები და ძრავის მართვის ახალი სისტემა ემსახურება, რომელიც „ჰენესის“ სპეციალისტების მიერაა შექმნილი.