რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი „ასტონ მარტინი“ უნდა იყოს – სახელოვანი აგენტი 007 ხომ „ასტონ მარტინის“ გარეშე იშვიათად ჩნდებოდა კინოეკრანებზე. მაგრამ ეს სულაც არ არის „ასტონ მარტინი“. კერძო კოლექციების რამდენიმე მფლობელმა, თავისი ძალებით სცადა იმ ავტომობილის რეპლიკის საკოლექციო სერიის დამზადება, რომელიც ფილმ „მოკვდი, ოღონდ დღეს არაში“ არის გადაღებული. მათ ეს შეძლეს და 50 ცალი რეპლიკა დაამზადეს.

Aston  007spycar-50thanniv-072115-3

მათ ავტომობილის ბაზისად „ფორდს“ შასი გამოიყენეს, რომელიც ჯეიმს ბონდისთვის საჭირო ეკიპირებით და იარაღით აღჭურვეს. მათ შორისაა რადიატორის ცხაურის ქვეშ განლაგებული მომცრო რაკეტების ბლოკი, ტყვიამფრქვევები, რომლებიც იმავე ცხაურიდან „ყოფენ ლულას“, ორი მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხი, რომლებიც კაპოტში არსებულ ფოსოებშია ჩამალული, ცენტრალურ კონსოლში მოთავსებული მინი ბარი, რომელშიც ყოველთვის ინახება ჩაციებული შამპანური, ორი სირჩით, ოღონდ ეს სათავსო ჩვეულებრივ კონსლოშია ჩამალული და საჭიროების შემთხვევაში იღება. კონსოლის უკან ასევე ჩამალულია სპეც ეკიპირების მეორე დაფა, რომლითაც იარაღის გამოყენებაა შესაძლებელი. ამ დაფას დუბლიკატიც აქვს, რომლითაც ამ ყველაფრის შორიდან მართვა შეიძლება.

Aston  007spycar-50thanniv-072115-7

ცნობისათვის, 1994 წელს „ფორდმა“ „ასტონ მარტინის“ აქციების 96 პროცენტი გამოისყიდა. ცისფერმა ოვალმა ბრიტანულ კომპანიას უზარმაზარი ინვესტიციები მოახმარა, რის შედეგადაც, ორი ახალი ქარხანა ამუშავდა – ერთი ბლოქსემში და მეორე გეიდონში. „ასტონმა“ იქ თავის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოდელების – DB7-ის, DB9-ს, „ვენტიჯის“, „ვენქვიშის“ და DBS-ის წარმოება დაიწყო. ამათგან ზოგიერთი ფილმებში – „კაზინო როიალსა“ და „მოწყალების კვანტუმში“ მონაწილეობდა.

საკოლექციო ავტომობილის (მისი სახელია 007 სპაი ქარ) ყველა ეგზემპლარზე დაამაგრეს სპეციალური დაფა, რომელზეც პროექტში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერა ამშვენებს. ამ ფოტოებზე გამოსახული ავტომობილის რიგითი ნომერია 44. მას სპორტული და ძვირფასი ავტომობილებით მოვაჭრე კომპანია „აქსის ავტო“ ჰყიდის. ფასი არ გამოქვეყნებულა. ცნობილია, რომ საკოლექციო ავტომობილის შემუშავებას 45 000 საათი, ყოველი ავტომობილის დამზადებას კი 2 500 საათი დასჭირდა.

Aston  007spycar-50thanniv-072115-11