სპეციალურად გალფ კლუბის წევრებისთვის ნავთობკომპანია გალფი ზრდის ფასდაკლებას საწვავზე და ასევე მათ საშუალებას აძლევს გაორმაგებული ქულები მიიღონ ბარათზე. როგორც კომპანიაში განმარტავენ კლუბის წევრების მიმდინარე ფასდაკლება გაიზრდება 2 თეთრით რაც ჯამში ყოველ ლიტრ საწვავზე 5 და 8 თეთრამდე ფასდაკლებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ფასდაკლებით ისარგებლებენ გალფ კლუბის როგორც არსებული, ასევე ახალი წევრები. აქცია გაგრძელდება 15 ოქტომბრამდე.

შეგახსენებთ, რომ გალფ კლუბის ბარათის მიღება შეგიძლიათ გალფის ავტოგასამართ სადგურებზე სრულიად უსასყიდლოდ.