კვირას, 5 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში ოფიციალურად იხსენება. რბოლები გაიმართება ხუთ სხვადასხვა კლასში – ფორმულა, ლეგენდა, ჰონდას თასი, მოტიციკლები და ახალი BMW Compact Cup.

რბოლაში მონაწილეობას ჯამში სამოცდაათამდე სპორტსმენი იღებს. სეზონი ოფიციალურად 14:00 საათზე იხსნება და სხვადასხვა კლასის რბოლები საღამომდე გაგრძელდება. სტარტზე ისევ დგას ფორმულების რეკორდული რაოდენობა, ლეგენდებში იბრძვის ევროპის სამგზის ჩემპიონი ლეგენდების კლასში – დათა ქაჯაია, უპრეცენდენტოთ მაღალია BMW Compact Cup-ზე მონაწილე ავტომობილების რიცხვი. 20 ავტომობილი სტარტზე – ლეგენდარული გერმანული  მარკის არცერთ გულშემატკივარს გულგრილს არ დატოვებს. BMW Compact Cup-ის გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“ და „შელის“ საავტომობილო ზეთები, რომელმაც საპრიზო ფონდი დააწესა საუკეთესო პილოტებისთვის ამ კლასში.

11032580_965634710114434_891984193_o

გარდა რბოლებისა, დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებით. სრულიად ავტოსპორტი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და რუსთავის ავტოდრომი უერთდება ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის კამპანიას – დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე – SAVE KIDS LIVES, რათა დავიცვათ ისინი, ვინც საკუთარ თავს ვერ იცავს. მოტოციკლების რბოლის დროს, გამომცემლობა „დიოგენე“ წარმოადგენს ჩე გევარას ავტობიოგრაფიულ რომანს – „მოტოციკლისტის დღიური“. ავტოდრომის ტერიტორიაზე მოხდება წიგნების დაბალ ფასში გაყიდვა. ასევე maika.ge საშუალებას მისცემს ავტოდრომზე მოსულ გულშემატკივარს ადგილზე შეარჩიოს მაისურის დიზაინი, მრბოლელების საბორტო ნომრით, ხელმოწერითა თუ სპორტული ბოლიდის გამოსახულებით და მას ადგილზე, ხუთ წუთში დაუმზადებენ.

მევლუდ მელაძე, რუსთავის ავტოდრომის დირექტორი:  საქართველოში მრბოლელების დონე ისე გაიზარდა, რომ ვარჯიშების დროს მათ მიერ ნაჩვენები დროები ერთმანეთისგან წამის მხოლოდ მეათასედებით განსხვავდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ 5 აპრილს ძალიან მჭიდრო ბრძოლები გველოდება.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან – პირველი არხი, TVS, რადიოები – ფორტუნა +, არ დაიდარდო, ავტოდრადიო, რადიო ჯაკო.