კონკურსი 2017 წლის საუკეთესო ავტომობილი დასასრულს მიუახლოვდა. ჟიურიმ უკვე გამოავლინა აბსოლუტური და კატეგორიების ფინალისტები. მათ შორის საუკეთესოებს ჟიური შეარჩევს, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების საავტომობილო თემაზე მწერალი ჟურნალისტები შედიან. ამისათვის ისინი ყველა ავტომობილის საბოლოო ტესტებს ჩაატარებენ.

კონკურსს ახალი კატეგორია დაემატა – მსოფლიოს საუკეთესო საქალაქო ავტომობილი. მასში ის ავტომობილები მონაწილეობენ, რომელთა სიგრძე 1-დან 4 მეტრს შორისაა. მათ მოეთხოვებათ, რომ იყვნენ უსაფრთხოები, ჰქონდეთ მცირე გამონაბოლქვი, ჩუმი, ხელმისაწვდომნი, კომფორტულები. გარდა ამისა, როგორც მოთხოვნებში წერია, უნდა იყვნენ ველოსიპედისტების და ფეხმავლებისადმი მეგობრულები.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ ავტომობილი ბაზარზე გაზაფხულიდან იყოს. თუმცა ზოგი მათგანი შესაძლოა ყველა რეგიონში არც იყიდებოდეს. გამარჯვებულებს ჟიური 13 აპრილს გამოაცხადებს, ნიუ იორკის ავტო შოუს სპეციალურ ცერემონიაზე.

2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილი

  • Audi A5/S5 Coupe
  • Audi Q2
  • Audi Q5
  • Fiat/Abarth 124 Spyder
  • Honda Civic
  • Jaguar F-Pace
  • Mazda CX-9
  • Skoda Kodiaq
  • Toyota C-HR
  • Volkswagen Tiguan

 

საუკეთესო მდიდრული ავტომობილი

  • Bentley Bentayga
  • BMW 5-Series
  • Genesis G90
  • Mercedes-Benz E-Class
  • Volvo S90/V90

 

საუკეთესო სპორტული ავტომობილი

  • Aston Martin DB11
  • Audi R8 Spyder
  • Honda/Acura NSX
  • McLaren 570S
  • Porsche Boxster/Cayman

 

საუკეთესო საქალაქო ავტომობილი

  • BMW i3
  • Citroen C3
  • Ford Ka+
  • Smart Cabriolet
  • Suzuki Ignis

 

საუკეთესო დიზაინი

  • Audi A5/S5 Coupe
  • Jaguar F-Pace
  • Mazda CX-9
  • Mercedes-Benz S-Class
  • Toyota C-HR

 

საუკეთესო მწვანე ავტომობილი

  • Chevrolet Bolt
  • Honda Clarity FCV
  • Hyundai Ioniq
  • Tesla Model X
  • Toyota Prius Prime