ფორდმა გამოაცხადა, რომ ახალი თაობის მუსტანგ შელბი GT350-ის პირველ ეგზემპლარს, ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე გაიტანს, რომელიც ქალაქ სკოტსდეილში (შტატი არიზონა) 17 იანვარს გაიმართებს. ავტომობილის გაყიდვით მიღებული თანხა, „მოზარდთა დაბეტის კვლევის ფონდს“ (JDRF) გადაეცემა, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტის კვლევის მოწინავე ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში. აუქციონზე გამოტანილ ავტომობილზე დატანილია „ფორდის“ იმ ინჟინერთა ხელმოწერები, რომლებიც ამ ავტომობილის შექმნაში მონაწილეობდნენ.