კლსიკური ავტომობილების პირველ რიგში, ორიგინლური ნაწილებით, ძრავით და რა თქმა უნდა, ძარით ფასობს. ძვირად ფასობს. მაგრამ თუ რომელიმე ნაწილს, მითუმეტეს ძრავს შეუცვლი, ის ვეღაე ჩაითვლება კლასიკურად, უბრალო ბუტაფორიად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, ფასი ექნება, მაგრამ გაცილებით ნაკლები, ვიდრე ორიგინალს.

ამ ფოტოებზე, 1965 წელს გამოშვებული როდსტერი Mercedes 230 SL-ია. კლასიკური ავტომობილების მოყვარულებს შორის ერთობ დაფასებული ავტომობილი. მაგრამ Craigslist-ი მხოლოდ 60 000 დოლარად აფასებს. საქმე ისაა, რომ ის გარეგნულადაც შეუცვლიათ და კაპოტქვეშაც სულ სხვა ძრავი ჩაუდგამთ. ჩვეულებრივ, ეს ავტომობილი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) 2.3-ლიტრიანი ძრავით უნდა იყოს აღჭურვილი, მაგრამ მფლობელს მის ნაცვლად, კაპოტქვეშ Corvette-ის 5.7-ლიტრიანი V8 ჩაუტევია. და ფასმაც იკლო…

მისი ახლანდელი მფლობელი ამბობს, რომ ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია. თურმე ავტომობილი რომ შეუძენია, არც იცოდა, რომ გადაკეთებული იყო. მართალია, ეს მერსი ორიგინლურად აღარ ჩაითვლება, მაგრამ თავის ახალ მფლობელს, 60 000 დოლარის შესაბამის სიამოვნებას ნამდვილად მიანიჭებს…