Volkswagen-მა ავტოინდუსტრიის მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა – თავისი არსებობის 80-წლიან ისტორიაში, უკვე 150 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. რიგითი ნომერი 150 000 000 ერგო პლაგ-ინ ჰიბრიდულ Golf GTE-ს, რომელიც სიმბოლურად, კომპანიის მომავალი განვითარების მიმართულებას მიგვანიშნებს.

„150 მილიონი ავტომობილი ავტომობილი ნიშნავს, რომ ოცნება, ფლობდეს ავტომობილს, მთელს მსოფლიოში 150 მილიონჯერ ავასრულეთ. ამ მიზნის მისაღწევად, ყოველდღიურად ყველა დაუზარელად მუშაობდა. ჩემთან ერთად, მმართველი საბჭოს ყველა წევრი მადლობას უხდის Volkswagen-ის ყველა თანამშრომელს. მათი გარჯის გარეშე, ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა“, – ამბობს Volkswagen-ის ბრენდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ დისი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Volkswagen-ი 1937 წლის მაისში დაარსდა, სერიული წარმოება მხოლოდ მეორე მსოლიო ომის შემდეგ, 1945 წლის დეკემბერში დაიწყო. მისი პირველი ავტომობილი იყო ლეგენდარული Type 1 Käfer-ი (ხოჭო), რომელიც სულ 21.5 მილიონი ეგზემპლარი დამზადდა. ამ ავტომობილს ბოლოს მექსიკაში უშვებდნენ და იქ მისი წარმოება 2003 წელს დასრულდა.

პოპულარობით ხოჭოს Golf-მა აჯობა, რომელმაც 2007 წელს 25-მილიონიანი ზღვარი გადალახა. ექვსი წელიც და Golf-ის მე-30-მილიონე ეგზემპლარიც დამზადდა. ამჟამად ამ ავტომობილის წარმოების მოცულობა 34 მილიონს ასცდა!