ავტომობილების ღირსებათაგან, ყველაზე გამორჩეული, მათი ვიზუალური მხარე, ძრავის სიმძლავრე და საწვავის ხარჯია. მაგრამ არის სხვა პარამეტრებიც, რომლებიც მათ არანაკლებად გამოარჩევენ. სხვათა შორის, ყველაზე მახინჯი ავტომობილების კონკურსებიც კი იმართება ხოლმე. ამჯერად გაგაცნობთ იმ ავტომობილებს, რომლებიც 14 პარამეტრის შესაბამისად გამოირჩევიან.

ყველაზე გრძელი ავტომობილი: 2016 წლის Mercedes-Maybach Pullman-ი. სიგრძე 6.5 მეტრი.

Mercedes-Maybach Pullman

ყველაზე მოკლე ავტომობილი: 1962 წლის Peel P50 (1.3 მეტრი). გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბიონზე ამ ჯუჯას თანამედროვე ვერსიის გამოშვება იგეგმება…

Peel P50

ყველაზე განრი მათ შორის, რომლებიც ამჟამდ გაყიდვაშია: Lamborghini Aventador-ი (2.0 მეტრი)

Lamborghini Aventador

ყველა დროის ყველაზე განიერი პიკაპი: 2009 წლის Dodge Ram 3500 (2.4 მეტრი)

Dodge Ram 3500

ყველა დროის უდაბლესი ავტომობილი: 1956 წლის Lotus Eleven (0.8 მეტრი)

Lotus Eleven

ყველაზე განიერი წინა კვალი პიკაპებს შორის: Ford F-150 SVT Raptor (1.9 მეტრი)

Ford F-150 SVT Raptor

ყველაზე განიერი უკანა კვალი მსუბუქ ავტომობილებშ: 2014 BMW i8 (1.7 მეტრი)

BMW i8

ყველაზე მძიმე იმ ავტომობილებს შორის, რომლებიც ამჟამად გაყიდვაშია: Rolls-Royce Phantom Extended Wheelbase (2745 კგ)

Rolls-Royce Phantom Extended Wheelbase

უმსუბუქესი მათ შორის, რომლებიც ამჟამად გაყიდვაშია: Ariel Atom-ი (456 კგ)

Ariel Atom

ყველაზე დდ ძრავი ამჟამად გაყიდვაში არსებულ ავტომობილებს შორის: Dodge SRT Viper-ი (8.4-ლიტრიანი V10)

Dodge SRT Viper

ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავი: 2013 წლის Ferrari LaFerrari (6.3-ლიტრიანი V12)

Ferrari LaFerrari

ავტომობილი ყველაზე დიდი მაბრუნი მომენტით: 2011 Hennessey Venom GT (1566 ნმ)

Hennessey Venom GT

ყველაზე დიდი მაქსიმალური სიჩქარე ატმოსფერულძრავიანი ავტომობილებისთვის: 1992 წლის McLaren F1 (393 კმ/სთ)

McLaren F1

ყველაზე გაყიდვადი მოდელი: Toyota Corolla (39 მილონზე მეტი გაყიდვა 1966 წლის შემდეგ)

Toyota Corolla