ავტომობილის ამოცნობა მისი გარეგნობით და ლოგოთი შეიძლება. ყველა კომპანიის ლოგო რაღაც განსაკუთრებულს უკავშირდბა, რომელიც ან მის წარმომავლობაზე მიგვანიშნებს, ან საქმიანობაზე, ან კიდევ სულ სხვა რამეზე, რითაც ვთქვათ, მისი დამაარსებელი იყი გატაცებული. ყველა კომპანიას და მის ლოგოს თავისი ორიგნალური ისტორია აქვს და ამჯერად რამდენიმე მათგანს მოკლედ გაგაცნობთ.

alfa

Alfa Romeo

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მრავალფეროვანი ლოგოა ავტო ინდუსტრიაში. მის მარცხნივ ქალაქ მილანის ლოგო მოთავსდა, მარჯვნივ კი დრაკონია, რომელიც ადამიანს ჭამს. ლოგოს ამ ნაწლს ორიგინალური ისტორია აქვს: მილანელ ოტონე ვისკონტის, სარკინოზთა რაინდთან უბრძოლია და მოუკლავს. თავისი მსხვერპლის ფარი და მასზე გამოსახული სიმბოლოები კი მილანში წამოუღია. მერე კი, ამ სიმბოლოებისთვის როგორღაც „ალფას“ ლოგოზეც გამოიძებნა ადგილი.

სხვათა შორის, ლოგოს ამ ნაწილს „ალფა რომეო“ სხვაგვარად განმარტავს. ადამიანი თავს აღწევს მხეცის ხახას და იბადება, როგორც ახალი, განწმენდილი ადამიანი.

Audi

Audi

ეს ლოგო მარტივია, გველეშაპების და ლეგენდების გარეშე. ოთხი რგოლი, იმ ოთხი საავტომობილო კომპანიის – საკუთრივ Audi-ის, Horch-ის, DKW-ს და Wanderer-ის  სიმბოლოა, რომლებიც 1932 წელს გაერთიანდნენ და „აუდის“ წინამორბედი, Auto Union’ი ჩამოაყალიბეს.

BMW

BMW – Bayerische Motoren Werke AG

რგოლში ჩასმული ლურჯი და თეთრი მეოთხედები. ხშირად ამ სიმბოლოს წარმომავლობას, საავიაციო ძრავის პროპელერებს მიაწერენ – ერთ დროს ბავარიული კომპანია სწორედ ავია ძრავების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული. სინამდვილეში, ეს ბავარიის თავისუფალი მიწის ფერებია. ოღონდ, ფერების მონაცვლეობა განსხვავებული მიმდევრობით აქვს, რადგან ეროვნული სიმბოლოების კომერციული მიზნებისთვის გამოყენება აკრძალული იყო.

BMW1

სხვათა შორის, თვითმფრინავის პროპელერის ვარიანტს საფუძვლიანი მიზეზი აქვს – 1929 წელს გამოქვეყნებულ სარეკლამო აბრაზე, თვითმფრინავი გამოსახული, რომლის პროპელერზეც „ბეემვეს“ ლოგოა გამოსახული.

Chevrolet

Chevrolet

პირველი ვერსიით, ჯვრის ასეთი სტილიზებული ფორმა, „შევროლეს“ თანადამაარსებელ უილიამ დიურანს პარიზის ერთ-ერთი სასტუმროს კედლის მოხატულობაზე უნახავს და იქიდან გადმოუტანია. მეორე ვერსიით, დიურანს ესკიზი ვახშმობისას, თავად დაუხატავს ხელსახოცზე. მესამე ვერსიაც არსებობს, რომელიც ამბობს, რომ დიურანმა შთაგონების წყაროდ, ერთ-ერთი კომპანიის ლოგო გამოიყენა. არსებობს მეოთხე ვერსიაც, რომელიც ამბობს, რომ „შევროლეს“ ლოგოდ, შვეიცარიის დროშის სტილიზებული ვერსია გამოიყენეს. ცნობისათვის, ლუი შევროლე შვეიცარიაში იყო დაბადებული.

Ferrari

Ferrari

თავისი კომპანიის ლოგო ერთხელ თავად ენცო ფერარის განუმარტავს: ცხენი, პირველი მსოფლიო ომის გმირ ფრანჩესკო ბარაკას საბრძოლო თვითმფრინავზე იყო გამოსახული. ენცო ბარაკას მშობლებს, გრაფ ენრიკო ბარაკას და მის მეუღლე პაულინას 19213 წელს შეხვედრია. გრაფინიას ენცოსთვის უთხოვია, რომ მას თავის ავტომობილებზე, მისი შვილის საყვარელი ემბლემა – ყალყზე შემდგარი კვიცი გამოესახა. ეს მას იღბალს მოუტანდა. კვიცი შავი იყო და ენცომ შავადვე დატოვა. ლოგოს კი ყვითელი – ქალაქ მოდენას (სადაც ენცო ფერარი დაიბადა) ფერი დაუმატა.

Lamborghini

Lamborghini

ხარი კომპანიის დამაარსებელ ფერუჩო ლამბორგინის ზოდიაქოს ნიშანია. ის 1916 წლის 28 აპრილს არის დაბადებული, ხარის ნიშნის ქვეშ. ამასთან, ფერუჩო კორიდის მოყვარულიც ყოფილა. სწორედ ამიტომაა ლოგოზე გამოსახული გამძვინვარებული ხარი, რომელიც მზადაა, ყველა გაანადგუროს, ვინც კი გზაზე დაუდგება.

Mercedes

Mercedes

სამქიმიანი ვარსკვლავი მარტივად გამოსახავს კომპანიის სურვილს, იყოს დომინანტი (მოწინავე) ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში!

Mitsubishi

Mitsubishi

თურმე ეს ლოგო კომპანიის სახელს უკავშირდება. იაპონურად „მიცუ“ სამს ნიშნავს, „ჰიში“ კი, რომელიც წარმოითქმის, როგორც „ბიში“, წყლის წაბლია და ამავე სიტყვას, იაპონელები თურმე ხშირად იყენებენ რომბის და ალმასის მოყვანილობის აღსანიშნად.

სამალმასოვანი ლოგო „მიცუბიშის“ დამაარსებელმა, იატარო ივასაკიმ შეარჩია. ალმასებს ზუსტად ისეთი განლაგება აქვს, როგორიც იმ სამფოთლოვან ემბლემას, რომელიც იატაროს პირველი დამქირავებლის, ტოსას კლანს ჰქონდა. თავად ივასაკის საოჯახო ღერბზე კი ერთმანეთზე დაწყობილი სამი რომბი იყო გამოსახული. მოკლედ, კომპანიის დამაარსებელმა ფოთლები ტომბებით შეცვალა და „მიცუბიშის“ ლოგოც ადვილად ჩამოაყალიბა.

Porsche

Porsche

ფერდინანდ პორშემ პირდაპირ გამოიყენა ვიურტემბერგის სახელმწიფოს (ვაიმარის გერმანია) ღერბი. ამ სახელმწიფოს მთავარი ქალაქი შტუტგარტი იყო, რომლის მახლობლადაც „პორშეა“ ბაზირებული.

Subaru

Subaru

იაპონურად სიტყვა „სუბარუ“ გაერთიანებულს ნიშნავს. ეს სიტყვა ასევე არის სახელი იმ ვარსკვლავების დაჯგუფებისა, რომლებსაც ასევე პლეადასაც უწოდებენ. პლეადაში შვიდი ვარსკვლავი-და შედის, რომლებიც თურმე ჩვენი პლანტიდან უახლოეს ვარსკვლავთა შორის არიან და ისინი კარგად ჩანს (რა თქმა უნდა, ღამით) შეუიარაღებელი თვალით.

და რატომ დაარქვეს კომპანიას ამ დაჯგუფების სახელი? იმიტომ, რომ თავის დროზე, Fuji Heavy Industries-ი, რომელშიც „სუბარუც“ შედის, ექვსი კომპანიის გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა (მეშვიდე თვითონ სუბარუა).