წინასწარი დაანგარიშებით, ტექსასში ქარიშხალმა ჰარვიმ და მის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ შესაძლოა, მილიონამდე ავტომობილი დააზიანა. „სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ უდიდეს სადაზღვევო ჯგუფ „სტეიტ ფარმს“, ქარიშხლის მიერ ავტომობილების დაზიანებასთან დაკავშირებით, ჰიუსტონიდან დაახლოებით 20 000 განაცხადი მიუღია.
და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წყალდიდობის ჩაცხრობის შემდეგ, ასობით ათასი დაზიანებული ავტომობილი, მფლობელთა ფარეხებიდან, უტილიზაციის სადგომებზე გადაინაცვლებს.
ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალმა 47 ადამიანს სიცოცხლე შეიწირა და ეკონომიკისადმი მიყენებული ზარალი დაახლოებით ორჯერ მეტია, ქარიშხალ სანდის მიერ გამოწვეულ დანაკარგებზე.