ფორდის ახალმა შტომ, სახელად „ფორდ პერფორმენს“, რომელიც სპორტული და სარბოლო ავტომობილების შექმნაზე და არსებული მოდელების ტუნინგზეა ორიენტირებული, დეტროიტის მოტორ შოუ სამი შესანიშნავი ავტომობილით – ახალი პიკაპ „რეპტორით“, „მუსტანგ შელბი GT350R-ით“ და სუპერ ავტომობილ GT-თ დახუნძლა. რიგში დგას „ფოკუს RS-ი“, რომელსაც ჟენევაში ვიხილავთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, რასაც „ფორდ პერფორმენსი“ მალე მყიდველს შესთავაზებს.

„ფორდ პერფორმენსის“ გეგმაში, 2020 წლამდე 12 ახალი ავტომობილის გამოშვება შედის და მათ შორის, უკვე ნახსენებ ავტომობილებთან ერთად, სუბკომპაქტ „ფიესტას“ RS-ვერსიაც შევა. „ფორდ პერფორმენსის“ მენეჯერმა ტაირონ ჯონსონმა გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა „ფიესტას“ უფრო მძლავრსა და სწრაფ „ფიესტაზე“, რომელსაც ბაზარზე ალბათ სწორედ „ფორდ პერფორმენსი“ გამოუშვებს.

ჯონსონს არ დაუზუსტებია, „ფიესტას“ ახალი ვერსია ახლანდელი ST-ს შემცვლელი იქნება, თუ RS-ი. სამაგიეროდ ხაზი გაუსვა, რომ ის ახლანდელი სერიული ჰეჩბეკის შასიზე აიგება. და რადგან ამ შასიზე ST უკვე გამოდს, სავარაუდოდ, ავტომობილი RS მეტსახელს მიიღებს. დიდი ალბათობით, ის ბაზარზე ორ წელიწადში გამოვა. ჯონსონი ასევე ამბობს, რომ „ფიესტას“ ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდგ მიიღო, რაც „ფიესტა ST“ ბაზარზა დიდი ენთუზიაზმით მიიღო.

მანვე ასევე განმარტა ST და RS ვერსიების არსი. ჯონსონის თქმით, ST ვერსიები, სტანდარტული მოდელების გაუმჯობესებული ვარიანტებია, RS ვერსიები კი სარბოლო ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით და სისწრაფით გამოირჩევა. თანაც ეს სტანდარტული ეკიპირების გამოყენებით მიიღწევა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ „ფორდმა“ ჰეჩბეკ „ფიესტას“ RS-ის წარმოება გადაწყვიტოს, ჯონსონი პასუხობს, რომ პირველ რიგში, ეს პროექტზე და ტექნიკურად ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. და დასძენს, რომ ორივე დასახელებული კრიტერიუმი, ახლანდელი „ფიესტასთვის“ დამაკმაყოფილებელია.

ჯონსონმა ასევე თავი შეიკავა ახალი „ფოკუს RS-ის“ დახასიათებისგან და დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ამასთან, ისიც თქვა, რომ მალე „ფოკუს ST-ს“ დიზელისძრავიანი ვერსია, ავტომატური ტრანსმისია „პაუერშიფტით“ აღიჭურვება, რომელიც ძრავს ორდისკოიანი გადაბმულობით დაუკავშირდება.

http://autopanoramaf2.blogspot.com/