11 ოქტომბერს, „ტოიოტა მოტორს კორპორეიშენის“ ახალი დილერი საქართველოში – „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გაიხსნა (უნივერსიტეტის ქუჩა N6).

სმარტბოქსი ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის სპეციალისტს, ნატალია გოდერძიშვილს ესაუბრა:
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა არის საქართველოს ბაზარზე ახალი დილერი. ივლისის თვიდან კომპანიამ ტოიოტას მარკის ავტომობილების უახლესი მოდელების რეალიზაცია დაიწყო, ხოლო სექტემბრის თვიდან ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა სერვისმა ახალ შენობაში.

Toyota-Service

კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ავტომობილების რეალიზაცია, ტექნიკური მომსახურება და ორიგინალი ავტოსათადარიგო ნაწილებით და აქსესუარებით ტოიოტას მარკის ავტომობილების უზრუნველყოფა.

ცენტრი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, ის განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე. შენობა-ნაგებობისა და ეზოს საერთო ფართი შეადგენს 16 000 კვ.მ-ს. ეს მასშტაბები საშუალებას გვაძლევს დღეში დაახლოებით 250 მანქანას მოვემსახუროთ. სერვისი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, ავტორიზებული პროგრამებით, მომზადდა პერსონალი, რომლებმაც ტოიოტას სპეციალური ტექნიკური ტრეინინგები გაიარეს, ეს ყველაფერი კი ცალსახად იმის გარანტიაა, რომ მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურ კომფორტს და საუკეთესო შეთავაზებას ტოიოტას ავტომობილებსა და სერვისზე.

კომპანიას ასევე განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ მომხმარებელს შეუძლია წინასწარ ჩაეწეროს ვიზიტზე და შეიტყოს რა დრო და თანხა დასჭირდება მანქანის შესაკეთებლად. რაც უზრუნველყოფს დროის დაზოგვასა და მაქსიმალურ კომფორტს.“

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლომდე ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს უფასო კომპიუტერულ დიაგნოსტირებას და 10% ფასდაკლებას ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და სერვისზე.

სმარტბოქსი გირჩევთ ეწვიოთ ტოიოტა ცენტრ ტეგეტას, შეიგრძნოთ ევროპული სტანდარტები და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

გთავაზობთ ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლს: