მაკლარენმა განაცხადა, რომ მალაიზიის დიდი პრიზის რბოლიდან მისი ორივე პილოტის გამოთიშვის მიზეზი, ძალური დანადგარის კომპონენტებშის წარმოქმნილი პრობლემები გახდა. ჯენსონ ბატონის შემთხვევაში, მწყობრიდან ტურბო კომპრესორი გამოვიდა, ფერნანდო ალონსოს მანქანაზე კი სისტემა ERS-ის გაგრილების კვანძი დაზიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფინიშამდე ვერ მიაღწიეს, ორივე პილოტი კმაყოფილი დარჩა იმ პროგრესით, რაც ბოლიდს აქვს. ორივე აღიარებს, რომ რბოლისას მანქანა სწრაფი იყო, რამაც მათ პელოტონის შუაგულში ყოფნის საშუალება მისცა. უფრო მეტიც, ალონსო ერთ მომენტში „რედ ბულებსაც“ კი მიუახლოვდა.

Petronas-Sponsor

„აშკარაა, რომ ჩვენ ზოგიერთებთან მეტოქეობას უკვე ვახერხებთ და არც ჯგუფს ჩამოვრჩით. ეს სხვებთან ჩვენი შესაძლებლობების შედარების საშუალებას გვაძლევს. ახლოს ვართ „ფორს ინდიასთან“. და არც „ზაუბერი“ და უფრო სწრაფი მანქანებია შორს. ჯგუფში რბოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მომწონს კიდეც და იმედია, რბოლიდან რბოლამდე, ჩვენ მათს ჩამოტოვებას დავიწყებთ. ფინიშთან მე-13 და მე-14 ადგილზე მისვლა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მაგრამ ამით ბევრ ინფორმაციას ვაგროვებთ“, – ამბობს ბატონი.

„მაკლარენის“ სისწრაფით გაოცებული დარჩა ალონსოც, ვინც ამ სეზონში პირველად მალაიზიაში იასპარეზა: „ჯგუფთან ერთად რბოლა და პიტსტოპამდე „რედ ბულის“ დაწევა, ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. შესაძლოა, დღეს ერთი ქულის აღებაც მოგვეხერხებინა. რეალურად დადებითი რამ კი ისაა, რომ ჩვენ სხვების დონეზე რბოლის საშუალება გვქონდა და არ ვიყავით ბოლო ორი მანქანა, რომლებსაც მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლა შეუძლიათ. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაგვედგა და ჩვენ ეს შევძელით“.

Petronas-Sponsor-Footer