V.Mdzeluriთუ რომელიმე თვითგამოცხადებული „ექსპერტი“ ცდილობს საკუთარი აზრები თავს მოგახვიოთ, ან ნუ მოუსმენთ, ან მისგან თავი შორს დაიჭირეთ.

1. ABS ნიშნავს, რომ უპრობლემოდ ამუხრუჭებ – ABS მუხრუჭის მშვენიერი სისტემაა, მაგრამ მოცურებისგან ვერ დაგაზღვევთ. მაშინ, როდესაც გზა მოყინული, ან თოვლიანია, უნდა დაამუხრუჭოთ ნაადრევად და ხშირად.

2. 4X4 ავტომობილით თოვლში დაუმარცხებელი ხარ – ყველა წამყვანი თვალი მხოლოდ აჩქარებაში თუ დაგვეხმარებიან, თორემ სათანადო საბურავების გარეშე არავითარი უპირატესობა არ გააჩნია ასეთ ავტომობილს სრიალა ზედაპირზე მოხვევისას, ან დამუხრუჭებისას. მაღალი ავტომობილები გაუვალ გზებზე, ოფროუდისთვის გამოგადგებათ, ხოლო ზამთარსა და თოვლში დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორი გაბარიტების მანქანით იმოძრავებთ. ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ ჯიპით უფრო უსაფრთხოდ მიხვალთ სამსახურამდე – ამ შემთხვევაში თქვენთვის უკეთესი და უარესი ავტომობილი არ არსებობს. თუ კარგი საბურავები გაქვთ 4X4 შესანიშნავია, მაგრამ თუ საბურავები არ გივარგათ და მაინცდამაინც სახარბიელოდ ვერ მართავთ ავტომობილს, ველოსიპედით უფრო მარტივად დაძლევთ თოვლიან და მოყინულ გზებს, ვიდრე ყველგანმავალით.

3. ზამთარის საბურავები არ არის აუცილებელი – დაივიწყეთ ზაფხულის საბურავები თოვლიან და მოყინულ გზებზე! ზამთრის საბურავი არის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება თოვლში. ბევრი ფიქრობს, რომ ე.წ „კვადროები“ შესაბამისი საბურავების გარეშეც გაართმევენ თავს თოვლიან გზებს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბურავი არის ერთადერთი რამ, რაც გაკავშირებთ ზედაპირთან. ჰაერის ტემპერატურის კლებისას, საბურავის რეზინი მყარდება და კარგავს ელასტიურობას, ხოლო ახალი თაობის ზამთრის საბურავები ყინვიან ამინდში ინარჩუნებენ მოქნილობას და შესაბამისად უზრუნველყოფენ უკეთეს მოჭიდებას.

Summer

4. ყველა სეზონის საბურავები საკმარისია ზამთარში უსაფრთხოდ გადასაადგილებლად – ყველა სეზონის საბურავები შექმნილია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში გადასაადგილებლად, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ზამთარში სათანადო მოჭიდებას. მაშინ, როდესაც შენი ავტომობილი აღჭურვილია ზამთრის საბურავებით, შესაძლოა უფრო მომზადებულიც კი შევხვდეთ ცვალებად პირობებს. ყველა სეზონის და ასევე M&S (Mud and Snow) საბურავები ვერ უზრუნველყოფენ მაქსიმალურ მოჭიდებას ზამთრის თოვლიან გზებზე, როგორც ნამდვილი ზამთრის საბურავები.

4

5. უკანა წამყვანი თვლები თოვლში უმაქნისია – ნამდვილი ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომობილი, რომელსაც კარგი მძღოლი მართავს, წარმატებით დაძლევს თოვლიან გზებს.
P.S თოვლში „დრიფტებიც“ თავისით არ გაკეთდება.

6. თქვენ მხოლოდ ზამთრის ორი საბურავი დაგჭირდებათ – შეიძლება ვინმემ გირჩიოთ, რომ მხოლოდ წამყვან ორ თვალზე დააყენოთ ზამთრის საბურავი. აჩქარების დროს ნამდვილად კარგ შედეგს მოგცემთ ეს ყოველივე, მაგრამ მოხვევისას, ან დამუხრუჭებისას შეიძლება ძალიან სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ზამთრის ორი საბურავი ნიშნავს მოჭიდების დისბალანსს ზედაპირზე, რაც დაგაკარგვინებთ კონტროლს ავტომობილზე.

7. დაშვებული საბურავებით თოვლში უკეთესად ვივლით – დაშვებული საბურავი ზოგჯერ შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ მოჭიდების გასაზრდელად ნუ შეამცირებთ საბურავის წნევას თოვლზე, ან ყინულზე გადაადგილებისას. დაშვებული საბურავი ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად არ მუშაობს. ასეთ დროს, შეიძლება საბურავი დააზიანოთ კიდეც.

7

8. ყველა საბურავი, რომელსაც ფიფქის ნიშანი აქვს ერთნაირი შესაძლებლობისაა თოვლში – საბურავები, რომლებზეც ფიფქის ნიშანია გამოსახული, მხოლოდ განსაზღვრული მინიმალური სტანდარტებით ერთიანდებიან, ხოლო რეალურად მათ შორის შესაძლოა საკმაოდ დიდი სხვაობა იყოს.

8

9. დათოვლილი სახურავის გაწმენდა არ არის აუცილებელი – თუ თქვენ ავტომობილის სახურავიდან თოვლის მოშორებას დაიზარებთ და მხოლოდ მინის გაწმენდით შემოიფარგლებით, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებთ. ხშირ შემთხვევაში, სწრაფი დამუხრუჭებისას, სახურავზე არსებული თოვლი მინაზე იყრება, ხოლო თქვენი ხილვადობა საგრძნობლად უარესდება.

ავტორი: ვანო მძელური