2015 წლის 13 თებერვალს სუბარუ კლუბ ჯორჯია აწყობს წყვილთა რბოლას გუდაურში. შეჯიბრი გაიმართება გონდოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე (დათოვლილ ტრასაზე). რეგისტრაცია იწყება ხუთშაბათს, 12 თებერვალს, 6-დან 8 საათამდე თბილისში “სუბარუ მოტორსში”. უსაფრთხოების კარკასი, კომბინიზონი და შლემი აუცილებელი არ არის. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელსაც ყავს 4X4 ავტომობილი. აკრძალულია დაშიპული საბურავები და ჯაჭვები.

შეჯიბრი გაიმართება ოლიმპიური პრინციპით. ღონისძიება დაიწყება პარასკევს, 13 თებერვალს, 10:30 საატზე. მონაწილეობის საფასურია 40 ლარი.