Ehrle გთავაზობთ უკონტაქტო მეთოდით მანქანის რეცხვას, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, და ახლა უკვე საქართველოშიც. ავტოსამრეცხაოში მაღალი ხარისხის ტექნოლოგია და ქიმიური საშუალებები უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტურ რეცხვას ნაკაწრების გაჩენის ან სხვა სახის დაზიანების რისკის გარეშე. უკონტაქტო რეცხვის პროგრამა ასევე საშუალებას გაძლევთ დაიცვათ ავტომობილის ლაქი და თქვენს მანქანას დამატებით მბზინვარე ეფექტსაც მიანიჭებს. Ehrle ასევე გთავაზობთ ავტომატურ უკონტაქტო სამრეცხაოს, რომელიც დაპროექტებულია უახლესი ტექნოლოგიური იდეების შესაბამისად. კომპანია Ehrle-ს მიერ გამოყენებული უკონტაქტო რეცხვის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურებაა ხარისხის სერტიფიკატი VDA.

Ehrle-ს სერვისის ღირებულება 2-დან 5 ლარამდეა. ამჟამად მომხმარებელს შეუძლია ამ მომსახურებით შეშელიძის ქუჩის დასაწყისში სარგებლობა. თუმცა, კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, თვის ბოლოს იგეგმება ახალი ცენტრის გახსნა. მომავალში კი Ehrle-ს ავტოსამრეცხაოებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შევხვდებით.

SmartBox ავტომფლობელებს ურჩევს ეწვიონ Ehrle-ს ავტოსამრეცხაოს, საკუთარი სურვილით შეარჩიონ რეცხვის რეჟიმი, დაზოგონ დრო და ფული, და თავად გამოსცადონ ევროპული ცხოვრების სტილი და ტექნოლოგიები.

ვიდეორგოლში კარგად ჩანს Ehrle-ს შესაძლებლობები: