19 ნოემბერს, ტოიოტას ოფიციალურმა დილერმა საქართველოში – „ტოიოტა ცენტრ თეგეტამ“ მომხმარებელს ახალი ქემრის მოდელი წარუდგინა. მისი შეძენა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, ახალი ცენტრის უკვე ნაცნობ მისამართზე – ვაკე, უნივერსიტეტის ქუჩა N6.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ტოიოტას ცენტრში ისარგებლოთ ტესტდრაივით და თავად შეაფასოთ ახალი Camry-ს შესაძლებლობები. ამ ავტომობილის შეძენის შემთხვევაში კი ცენტრისგან ტოიოტას აქსესუარებით – ბარგის ვერტიკალური ბადით, საგზაო უსაფრთხოების საშუალებების კომპლექტით, სალონისა და საბარგულის ხალიჩებით და საბურავის შესაკეთებელი კომპლექტით დასაჩუქრდებით.

„დინამიურობა, კომფორტი, სიმარჯვე, ეს ყველა ის თვისებაა, რაც ახალ Camry-ს სრულყოფილს ქმნის. ეს არის ახალი სახეობის სედანი, რომელშიც ყველა ცალკეულმა ელემენტმა ერთად მოიყარა თავი, რათა შექმნილიყო დინამიური, უშეცდომო და ბრწყინვალე ავტომობილი ძლიერი შემადგენელი ნაწილებით“ – აცხადებს “ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ბატონი გიორგი კობახიძე.

დარწმუნებული ვარ, Toyota Camry ყოველ დღე სტიმულს მოგცემთ სწრაფად გახვიდეთ სახლიდან, რომ ამ კომფორტული ავტომობილით რაც შეიძლება მალე იმგზავროთ. დაისვენეთ ელექტრო-რეგულირებად გათბობიან ტყავის სავარძლებში, დატკბით სუფთა ხმით, რომელსაც გამოსცემს JBL ხმის სისტემის 10 დინამიკი. ისარგებლეთ ფერადი ნავიგაციით და განახორციელეთ სატელეფონო ზარები Bluetooth 3.0 ტექნოლოგიის საშუალებით.

ახალი ტოიოტა ქემრი – თანამედროვე სრულყოფილება.