აუდიმ ახალი TT-ს ბაზაზე, არაერთი საინტერესო კონცეპტუალური ავტომობილი შექმნა, მათ შორის, კუპე და კაბრიოლეტი, რომლებსაც მალე გამოუშვებს, „შუტინგ ბრეიკი“, რომელიც დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა, უგზოობის კონცეპტი, რომელიც პეკინის მოტორ შოუზე გვიჩვენა და ახლახანს, პარიზის შოუზე, კონცეპტუალური „სპორტბეკი“. გერმანული კომპანია არ მალავს, რომ ორადგილიანი სპორტული მოდელის ბაზაზე, ახალი ოჯახის ჩამოყალიბებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამას ხმამაღლაც ამბობს. თუმცა საკითხავია, ჩამოთვლილთაგან რომელი დადგება კონვეიერზე?

პარიზის შოუზე, ბრიტანულ გამოცემა „ქართან“ საუბრისას, „აუდის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ულრიხ ჰაკენბერგმა, ვინც კომპანიის ტექნიკურ განვითარებას უძღვება, განაცხადა, რომ მართალია შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ქროსოვერს წარმოების ყველაზე მეტი შანსი აქვს. ამას კი ბაზარზე ამ ტიპის ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.

ეს კი ნიშნავს, რომ „TT ოფროუდის“ ან რაღაც ამგვარი სახელის მქონე ავტომობილი კიდევ ერთი ახალი წევრი გახდება ინგოლშტადტელთა უგზოობის ავტომობილების ოჯახში, რომელიც ამჟამად Q3-ს, Q5-ს დ Q7-ს აერთიანებს, მალე კი მას ორი ახალი წევრი შეემატება Q1-ის და Q4-ის სახით.