ფერნანდო ალონსომ კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა იმისა, თუ რას აპირებს მომავალ სეზონში. მან განაცხადა, რომ იმ პროექტს შეუერთდება, რომელიც „მერსედესთან“ პაექრობას შეძლებს და რაც შეიძლება, სწრაფად. როგორც ცნობილია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ადგილზე, „ფერარიმ“ მსოფლიოს ოტხგზის ჩემპიონი, სებასტიან ფეტელი მიიწვია. მას კი „მაკლარენში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, რომელიც მომავალი სეზონიდან „ჰონდას“ ძრავებით იასპარეზებს.

„აშკარაა, რომ მერსედესს დიდი უპირატესობა აქვს, რაშიც ამ სეზონში დავრწმუნდით. და როგორც ჩანს, მომავალ სეზონშიც მათ ასეთივე უპირატესობა ექნებათ. მაგრამ მე იმ პროექტს შევუერთდები, რომელიც მართო ერთი სეზონისთვის არაა. ეს ხანგრძლივი თანამშრომლობა იქნება. ჩემი აზრით, ეს იქნება პროექტი, რომელიც მერსედესს შეეწინააღმდეგება. იმედია, ეს მალე მოხდება. და ეს ისაა, რის გამოც მე გადაწყვეტილებას მივიღებ“, – ამბობს ალონსო.

ესპანელი დასძენს, რომ ემოცურ განწყობაზეა: „მე მომენატრება ეს გუნდი, მომენატრებიან ბიჭები. იმავდროულად, მომავალს ენთუზიაზმით ვხვდები, რადგან როცა ახალ პროექტს უერთდები, ამას იმის გამო აკეთებ, რომ ის უკეთესია. ასე იყო ფელიპეს შემთხვევაში, ვინც აქ მრავალი სეზონი გაატარა, დღეს კი რბოლის შემდეგ კვარცხლბეკზე ავიდა“.

„კითხვაზე, გუნდის ახალ შეფ მარკო მატიაჩის გაშვების შემთხვევაში, „ფერარიდან“ წასვლა გარდაუვალი არ იქნებოდა, ალონსო პასუხობს: „არა, არ მგონია, რომ ეს პრობლემა ერთ პიროვნებაში იყოს. მან აბუ დაბის რბოლაც შეაფასა და თქვა, რომ ის ისეთივე რთული იყო, როგორც მთელი სეზონი: „ჩვენ არ ვიყავით კონკურენტუნარიანები. მაგრამ ახლა დროა, მომავალზე ოპტიმიზმით ვიფიქროთ“.