წლის ცივი პერიოდის მოახლოებასთან ერთად ბევრ მძღოლს უჩნდება მანქანის ფანჯრების დაორთქლების პრობლემა. ეს იწვევს დისკომფორტს, ვინაიდან უარესდება ხედვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავარია. და მაინც რატომ ორთქლდება მანქანის მინები?

როგორც ვიცით ბუნებაში არსებობს ორთქლი. წყლის ორთქლში ტენიანობის მაღალი დონეა. ზამთარში ჰაერის მანქანის მინასთან კონტაქტში შესვლისას წარმოიქმნება წყლის ორთქლი, რომელიც წვეთების სახით ჩნდება ფანჯრებზე. მთავარი მიზეზი ტენიანობის გაზრდის არის სველი საგებები, განსაკუთრებით თუ ისინი არ არის რეზინის, ვინაიდან ნაჭრის საგებები შთანთქავენ სინესტეს და აორთქლების შედეგად მანქანის ფანჯრები იორთქლება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამართულად მომუშავე მანქანის სავენტილაციო სისტემა არ უნდა უშვებდეს მინების დაორთქლებას, შესაბამისად შესაძლოა შესაცვლელი იყოს ავტომობილის სალონის ფილტრი. ასევე ამ პრობლემას შეიძლება იწვევდეს მანქანის ღუმელის არასწორი მუშაობა.

მას შემდეგ რაც გავარკვიეთ თუ რატომ ორთქლდება მანქანის მინები ჩნდება კითხვა: როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? ამისათვის, თქვენ უბრალოდ უნდა შეამციროთ ჰაერის ტენიანობა, ან გაზარდოთ მინების ტემპერატურა. თუმცა არსებობს, ასევე სხვა ვარიანტებიც:

  • როგორც კი დაქოქავთ ავტომობილს დაუყოვნებლივ ჩართეთ მანქანის მინების გამათბობელი და შეაღეთ ფანჯრები – ეს უზრუნველჰყოფს ავტომობილის ინტერიერის სწრაფ ვენტილაციას
  • ჩართეთ კონდიციონერი რამდენიმე წუთით – ეს საკმარისია შუშების გასაშრობად, რადგან კონდიციონერი ყველაზე სწრაფად ამცირებს ტენიანობას ჰაერში
  • ჩართეთ ღუმელი – ღუმელი ათბობს ჰაერს და ამცირებს ტენიანობას

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციების დროს, მიზანშეწონილია არ იმყოფებოდეთ მანქანაში, რადგან თქვენი სუნთქვა მნიშვნელოვნად მოქმედებს სალონის განიავებაზე. გარდა ამისა არსებობს შუშების დაორთლებასთან ბრძოლის კიდევ ერთი ვარიანტი – შეიძინოთ მაღაზიაში ანტი-დამაორთქლებელი საშუალება.